მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი ხიდეშელი – GIU-ს ლექტორი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი.
სპიკერმა ისაუბრა ტურიზმის ინდუსტრიისა და კარიერული
შესაძლებლობების შესახებ. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უნარ-ჩვევებზე, რომელიც აუცილებელია ტურიზმის სფეროში წარმატების მისაღწევად.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებასა და წარმატებული კარიერული მომავლის დაგეგმვაში.
შეგახსენებთ GIU-ში ტურიზმის ქართულენოვანი (კოდი: 1430106) და ინგლისურენოვანი (კოდი: 1430107) საბაკალავრო პროგრამები ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (უნივერსიტეტის კოდი: 143) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას I პრიორიტეტად, ისარგებლებენ შიდა გრანტით. #აირჩიე143 #GIUგელოდება #ტურიზმი