GIU-ს სტუდენტები მოგზაურ ვლოგერს შეხვდნენ - GIU
11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ  ჯიუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა  შეხვედრა სახელწოდებით: ,,გიყვარს მოგზაურობა და გინდა, რომ პროფესიონალურად დაგეგმო შენი თავგადასავლები?”

შეხვედრას უძღვებოდა ვლოგერი და მოგზაური  ანა გზირიშვილი.

სპიკერმა  ისაუბრა  ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ დაგეგმო და განახორციელო მოგზაურობა ბიუჯეტურად, უსაფრთხოდ, კომფორტულად და საინტერესოდ;
  • როგორ გახადო სოციალური მედია შენი სამოგზაურო გამოცდილების შთაგონების ნაწილი;
  • რატომ არის კულტურული გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მოგზაურობისას.

ღონისძიება ჩატარდა GIU-ს მოგზაურთა კლუბის ეგიდით.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.