𝐆𝐈𝐔 𝐬𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 𝐂𝐨𝐧𝐟𝐞𝐫𝐞𝐧𝐜𝐞 𝟐𝟎𝟐𝟒 – ჯიუს სტუდენტური კონფერენცია 𝟐𝟎𝟐𝟒 კონფერენციის თემატიკა: სოციალური და ეკონომიკის მეცნიერებები: ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტიკის მეცნიერებები, ეკონომიკა და სხვა. ჰუმანიტარული მეცნიერებები: ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია და სხვა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 აპრილი კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური ფორმატი: Offline კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 5 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითის ქ. N 5. მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები. კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/ საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს. კონფერენციამდე მინიმუმ 10 დღით ადრე, მომხსენებლებმა უნდა გამოაგზავნონ სრული მოხსენება. კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 10 მაისისა. რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/Nx9DHFziVrQgm1rw8 დამატებითი კითხვებისთვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge