GIU-ს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 2024 - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ  2024 წლის 20 დეკემბერს ატარებს ყოველწლიურ  სამეცნიერო კონფერენციას   ,,ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები”.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და შესაბამისი დარგის აღიარებულ ექსპერტებს  და ასევე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს.

კონფერენციის პანელები/მიმართულებები:

  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები
  • ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები,  ტურიზმი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის  09 დეკემბერი.

  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
  • ფორმატი: Offline/Online / ჰიბრიდული

კონფერენციის დაწყების დრო და ადგილი: 14:00  საათი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი.

  • მისამართი: საქართველო, 0101, თბილისი, სამღერეთის ქ. N 5.

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს.

  • გაცნობებთ, რომ მომხსენებლებმა უნდა გამოაგზავნონ სრული მოხსენება და აბსტრაქტი არაუგვიანეს 2024 წლის 09 დეკემბრისა.
  • მოხსენების სათაური და მოკლე აბსტრაქტი/ანოტაცია, თემის აქტუალობის მოკლე აღწერა  (სრული ტექსტი ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
  • სრული მოხსენების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 7 გვერდი და არაუმეტეს 10 გვერდი.
  • ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) – არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონ­ტით, უცხო­­ენოვანი ტექსტი – Times  New  Roman_12  ფონ­­ტით,  სქოლიო – იმავე ფონტების 10 ზო­მით, სტრიქონებს შო­რის დაშორება – ერთი ინტერვალი (ჩიკაგოს სტილი).

აპლიკანტებს, კომისიის მიერ, შერჩევის თაობაზე ეცნობებათ  არაუგვიანეს 2024 წლის 12 დეკემბრისა.

რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:  https://forms.gle/8T2v4qEDXDrRjSMG9

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge, ასევე კონფერენციისათვის აბსტრაქტისა და სრული მოხსენების გამოგზავნა შეგიძლიათ research@giu.edu.ge -ზე .

 შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, ზემოაღნული ბმულის ან/და ელექტრონული მისამართის საშუალებით.

 დამა­ტები­თი ინფორ­მაცი­­ისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე:  research@giu.edu.ge