კონკურსი ცხადდება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე:
ა) პროფესორი – 3 შტატი;
ბ) ასოცირებული პროფესორი – 4 შტატი;
გ) ასისტენტ პროფესორი -4 შტატი;
დ) ასისტენტი – 3 შტატი.
კონკურსის ეტაპები
- პირველი ეტაპი – კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
- მეორე ეტაპი – მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით;
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 26 მაისიდან 01 ივნისის ჩათვლით (ელექტრონულად hr@giu.edu.ge);
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2026 წლის 02 და 03 ივნისს;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 05 და 08 ივნისს
(გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2026 წლის0 11 ივნისს .
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 12 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 19 ივნისს .
კონკურსის პირობები და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე