ცხადდება აკადემიური კონკურსი - GIU
შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ , 2026 წლის 16 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსი ცხადდება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ვაკანტური თანამდებობები:

მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:

  • პროფესორი – 1 შტატი
  • ასოცირებული პროფესორი – 2 შტატი
  • ასისტენტ-პროფესორი – 2 შტატი

პრეკლინიკური კურსები:

  • პროფესორი – 1 შტატი
  • ასოცირებული პროფესორი – 2 შტატი
  • ასისტენტ-პროფესორი – 2 შტატი

კლინიკური სასწავლო კურსები:

  • პროფესორი – 2 შტატი
  • ასოცირებული პროფესორი – 3 შტატი
  • ასისტენტ-პროფესორი – 4 შტატი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:

  • პროფესორი – 1 შტატი
  • ასოცირებული პროფესორი – 1 შტატი
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი

კვლევითი კურსები:

  • პროფესორი – 1 შტატი
  • ასოცირებული პროფესორი – 1 შტატი
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი

 

ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 16 ივნისს.

საბუთების მიღება იწარმოებს 16 ივლისიდან 2026 წლის 23 ივლისის ჩათვლით. 18:00 საათამდე; (ელექტრონულად: hr@giu.edu.ge)

კონკურსის პირველი ეტაპი: საბუთების გადარჩევა იწარმოებხ 2026 წლის 24 ივლისიდან 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

კონკურსის მეორე ეტაპი:  საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიის წინაშე — ჩატარდება 2026 წლის 28 ივლისიდან 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით. საჩვენებელი ლექციის ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ.

კონკურსის პირველადი შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება, 2026 წლის 31 ივლისს;

სააპელაციო განაცხადები მიიღება კონკურსის პირველადი შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება სააპელაციო განაცხადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სააპელაციო განაცხადის არსებობის შემთხვევაში — სააპელაციო განხილვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს „პერსონალის შერჩევის წესით“ დადგენილი წესის შესაბამისად.

კონკურსის საბოლოო  შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 7 აგვისტოს.

 

დაწვრილებითი ინფორაცია იხილეთ  ბმულზე

 

განცხადების ფორმა

ავტობიოგრაფია (ქართულ ენაზე)

ავტობიოგრაფია (ინგლისურ ენაზე)