ცხადდება ღია აკადემიური კონკურსი - GIU
შპს საქართველოს საერთასორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს  ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად,  აკადემიური და პროფესიული  ნიშნით,  შემდეგ  აკადემიურ თანამდებობებზე  და მიმართულებით:                                   

ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკადემიური ნიშნით:

პროფესორი – 3 შტატი

  • დეტალური სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
  • სასწავლო კურსები: მენეჯმენტი და ადმინისტრირება, მარკეტინგი, აღრიცხვა და დაბეგვრა და ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა

ასოცირებული პროფესორი – 7 შტატი

  • დეტალური სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
  • სასწავლო კურსები: მენეჯმენტი და ადმინისტრირება, მარკეტინგი, აღრიცხვა და დაბეგვრა და ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა

ასისტენტ-პროფესორი – 5 შტატი

  • დეტალური სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
  • სასწავლო კურსები : მენეჯმენტი და ადმინისტრირება; ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა

ბ)   მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკადემიური ნიშნით: 

ასოცირებული პროფესორი – 2 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი

  • დეტალური სფერო: მასობრივი კომუნაკაცია
  • სასწავლო კურსები: ახალი მედია და საზოგადოება; ეკონომიკა მედიაში; სტრატეგიული კომუნიკაციები

).  სინოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის პროფესიული ნიშნით:

ასოცირებული პროფესორი  – 1 შტატი

  • დეტალური სფერო: სინოლოგია
  • სასწავლო კურსი : თარგმანის ტექნიკები და სტრატეგიები

 

ღია კონკურსი ცხადდება 2025 წლის   03 დეკემბრიდან     2026  წლის   05 იანვრის ჩათვლით .

საბუთების მიღება იწარმოებს 2026  წლის  06 იანვრიდან    13 იანვრის  ჩათვლით  (ელექტრონულად   hr@giu.edu.ge).

კონკურსის პირველი ეტაპი:  საბუთების გადარჩევა  ჩატარდება 2026 წლის    14 – 15  იანვარს

კონკურსის მეორე ეტაპი:    საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება  ჩატარდება 2026 წლის   21 – 22 იანვარს (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის  შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ  2026 წლის 27 იანვარს

სააპელაციო განაცხადები მიიღება:  2026 წლის  28  იანვრიან   03  თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება  2026 წლის   06 თებერვალს.

 

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი პირობები  იხილეთ ბმულზე

განცხადების ფორმა

ავტობიოგრაფია (ქართულად)

ავტობიოგრაფია (ინგლისურად)