ჯიუ-ს აქსარაის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ეწვია! - GIU
ჯიუ-ს აქსარაის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ეწვია!
2026 წლის 21–25 სექტემბერს, “Erasmus+”-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მასპინძლობს აქსარაის უნივერსიტეტის (თურქეთი) ასისტენტ-პროფესორს, დოქტორ მეჰმეთ ალი მერსინს.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი მერსინი ჯიუ-ს წარმომადგენლებთან მართავს სტრატეგიულ შეხვედრებს, რომლებიც ორ უნივერსიტეტს შორის კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ის უკვე შეხვდა სასწავლო პროცესის მიმართულებით ვიცე-რექტორს, პროფესორ სოფიკო თევდორაძეს; კვლევების მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელს, ასისტენტ-პროფესორ რუსუდან წიკლაურსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ გრიგოლ კალანდაძეს.
მან ასევე ჩაატარა საინტერესო პრეზენტაცია აქსარაის უნივერსიტეტის შესახებ ჯიუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, რომელსაც მოჰყვა ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესია.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი მერსინი ასევე ეწვევა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს.