ჯიუ-ს სინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მსოფლიო სინოლოგთა რიგით მესამე კონფერენციაზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო სინოლოგთა რიგით მესამე კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ჩინეთში – პეკინში, ტუნხუანგსა და ჩანგშაში მსოფლიო სინოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სინოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ანნა მახარაძე ფორუმზე წარდგა როგორც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წარმომადგენელი.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე სინოლოგიის, ჩინური ცივილიზაციის კვლევისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი გამოცდილება, ემსჯელათ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ქართული სინოლოგიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.