არაფორმალური განათლება პრაქტიკაში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებმა, სალექციო კურსის „ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში (კურსის ხელმძღვანელი – ზურაბ მუშკუდიანი), 17-18 დეკემბერს წარმატებით განახორციელეს ტრენინგებისა და პრაქტიკული აქტივობების ინტენსიური ციკლი.

ღონისძიება სტუდენტებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, მიეღოთ არაფორმალური განათლება და გაეღრმავებინათ ცოდნა ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორიცაა რეკრუტინგი, გუნდის მართვა და პროფესიულ გარემოში საკუთარი თავის ეფექტური პოზიციონირება.

ტრენინგების ძირითადი თემატიკა მოიცავდა:

  • ეფექტური გასაუბრება – თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება და რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის სტრატეგიები;
  • ინოვაციური ბიზნეს მოდელი – იდეების მდგრად ბიზნეს სტრუქტურებად გარდაქმნა და სამეწარმეო ხედვის ჩამოყალიბება;
  • დამსაქმებლის ბრენდინგი – კომპანიის იმიჯის ფორმირება და საუკეთესო ტალანტების მოზიდვის ეფექტური მიდგომები;
  • თანამშრომელთა მოტივაცია – გუნდის წევრების წახალისების თანამედროვე მეთოდები და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა;
  • ეფექტური CV-ის შექმნა – პრაქტიკული ვორქშოფი რეზიუმეს სწორ სტრუქტურირებასა და ინდივიდუალური უპირატესობების წარმოჩენაზე.

ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ინტერაქციულობითა და სტუდენტთა ჩართულობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს GIU-ის მიდგომას – თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრაციას.

მსგავსი ინიციატივები ნათლად ასახავს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიურ მონაწილეობას არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და სტუდენტებში ლიდერული, პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.