ჯიუ-სა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (BAF) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (BAF) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის შედეგად უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პროფესიული სერტიფიკატები შემდეგ მოდულებში: ,,მენეჯერული აღრიცხვა’“, ,,ფინანსური აღრიცხვა“ და ,,ბიზნესი და ტექნოლოგიები“.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებას და მის დაახლოებას საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ და პროფესიულ სერტიფიცირებასთან დაკავშირებას, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის(ACCA) სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა გაამარტივებს კურსდამთავრებულთა პროფესიულ განვითარებას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. ასევე ხელს შეუწყობს მათი კარიერული წინსვლის პროცესს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.