,,ბავშვობის ტრავმები“ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ფორმირებაზე, მის ქცევით თავისებურებებსა და ემოციურ კეთილდღეობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ბავშვობის ტრავმები ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ ძლიერ მოქმედებს ჩვენს ემოციებზე, გადაწყვეტილებებსა თუ ურთიერთობებზე, პირადი საზღვრების ჩამოყალიბებასა და კონკრეტულ ქცევაზე.
მასტერკლასზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ადრეულ ასაკში ტრავმის ჩამოყალიბება, რა გავლენა აქვს მას ზრდასრულობის პერიოდში, როგორ აისახება ის თვითშეფასებასა და ურთიერთობებზე, როგორ დავიცვათ და განვავითაროთ ჯანსაღი პირადი საზღვრები და სხვ.
მასტერკლასს უძღვებოდა ფსიქოლოგიის დოქტორი, GIU-ს პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი.
სპიკერის მიერ უხვად იყო მოყვანილი პრაქტიკული მაგალითები, რამაც კიდევ უფრო მეტად აქტუალური და საინტერესო გახადა აღნიშნული ღონისძიება.
შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო GIU-ს სტუდენტური კლუბი ,,გონების არქივი“ და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური.