GIU-ში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ბიზნეს სიმულაციური თამაში ჩატარდა - GIU
11 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნეს სიმულაციის ინტერაქტიული თამაში, სადაც მონაწილეებმა ნამდვილი მეწარმის როლი მოირგეს.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და GIU-ს სტუდენტებმა პრაქტიკულად შეისწავლეს:

– ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი

– ბიზნესის დაგეგმვა და რესურსების ეფექტური მართვა

– პროდუქტის შექმნა და განვითარება

– მოლაპარაკებები, გაყიდვები და კონკურენტულ გარემოში მუშაობა

– თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის რეალური ქეისები

სიმულაციურმა თამაშმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეეგრძნოთ რეალური ბიზნეს-დინამიკა, როგორ მუშაობს ბაზარი, როგორ ყალიბდება კონკურენცია და რა პრინციპებზე დგას წარმატებული ბიზნესი.

ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იყო მათთვის, ვინც მომავალში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას გეგმავს და სურს ლიდერობის, სტრატეგიული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს.

ჯიუ აგრძელებს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზებას, რომლებიც კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული.