საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU გიწვევთ ბიზნეს სიმულაციის თამაშზე – ინტერაქტიულ და რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ აქტივობაზე, სადაც ერთ სესიაში გახდებით „მეწარმე“.
მოდი სიმულაციურ თამაშზე და ისწავლე:
- ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;
- ბიზნესის დაგეგმვა და რესურსების მართვა;
- პროდუქტის შექმნა;
- მოლაპარაკებები, გაყიდვები და კონკურენცია;
- თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის რეალური ქეისები.
გამოსცადე ნამდვილი ბიზნეს-დინამიკა GIU-ში, სადაც გაიგებ როგორ მუშაობს ბაზარი, კონკურენცია და ბიზნესის მთავარი პრინციპები!
ვისთვის არის თამაში?
- სკოლის მოსწავლეებისა და ჯიუ-ს სტუდენტებისთვის, რათა გამოსცადონ ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება და გუნდური მუშაობა პრაქტიკაში.
- მათთვის ვინც დაინტერესებულია სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
მონაწილეობა უფასოა, ადგილები შეზღუდულია და გთხოვთ, დროულად დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://forms.gle/3nE9mJNWz5PAvWJr5
თარიღი და დრო: 11 დეკემბერი | 14:00 საათი