ჯიუ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე - GIU
 საქართველოს საერთაშორისო  უნივერსიტეტი ჯიუ     აცხადებს ვაკანსიას  ბიზნესის,  ტექნოლოგიის  და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში  ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.   

 

სამუშაოს აღწერილობა

  • საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება;
  • პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით;
  • საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა;
  • პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა;
  • ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ(ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვილებების განხორციელება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა.
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

 

 

საჭირო უნარები

  • გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

 

სამუშაო ადგილი: . თბილისი,

სამუშაო გრაფიკი შერეული

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV   hr@giu.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,

 

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.