აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სლოვაკმა პროფესორებმა პირველი შეხვედრა გამართეს ჯიუ-ს რექტორთან, პროფესორ ელისო ელისაშვილთან. ისინი ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებსა და ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა და ასევე სამართლის სკოლების დეკანებს. სლოვაკმა ვიცე-რექტორებმა შეხვედრები ასევე გამართეს კვლევების ხელშეწყობის ცენტრისა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსებთან.
ვიზიტის ფარგლებში სლოვაკმა ვიცე-რექტორებმა საინტერესო დისკუსია გამართეს ჯიუ-ს აკადემიურ პერსონალთან თემაზე: “ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების დანერგვა სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში”. ისინი ასევე ესტუმრნენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს.
აღნიშნული ვიზიტის პირობებში სლოვაკმა კოლეგებმა ჯიუ-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში, როგორებიცაა “Erasmus+”, “Horizon”, “COST” და სხვ.