GIU Campus

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს კამპუსი მდებარეობს თბილისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. უნივერსიტეტის სასწავლო კორსპუსში განთავსებულია მთავარი ადმინისტრაციული და სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და სტუდენტებს უწყობს ხელს, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იმიტირებული პრაქტიკული სასწავლო ოფისები და ლაბორატორიები.

  • სასამართლო დარბაზი

  • კრიმინალისტიკის ლაბორატორია

  • იურიდიული კლინიკა

  • სატელევიზიო სტუდია

  • რადიო სტუდია

  • სიმულაციური ლაბორატორია

  • ანატომიისა და ფიზიოლოგიის კაბინეტი

  • სტომატოლოგიის საფანტომო

  • პათოლოგიისა და ჰისტოლოგიის კაბინეტი 

 

გარდა ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამებისა, შემეცნებითი და კულტურული აქტივობებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზები, სტუდენტური სივრცე, არაფორმალური განათლების აუდიტორია და „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის“ ჩინური ენის კაბინეტი. უნივერსიტეტს აქვს სტუდენტური საცხოვრებელი.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კამპუსიდან 5 წუთის საფეხმავლო გზაა გარდენია შევარდნაძის კაფემდე, 15 წუთის საფეხმავლო გზა აქვაპარკ Gino Paradise-მდე, ხოლო 20 წუთი საფეხმავლო გზა – თბილისის ზღვამდე. 

უნივერსიტეტის კამპუსში მოსვლა შესაძლებელია თბილისის მთავარი მეტრო-სადგურის მოედნიდან (ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან) საზოგადოებრივი მიკროავტობუსებით: 437 და 448. 

მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5, 0108.