პროექტის ლიდერები არიან:
– სოფიკო თევდორაძე – პროფესორი, ვიცე-რექტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, საქართველო
– ლინდა ბერგსტენი – Roche Diagnostics, შვეიცარია
– ფრედ ლემკე – University of Waikato, ახალი ზელანდია
– სელინ ლუშე – University of Waikato, ახალი ზელანდია
– კერკსტინ ლემკე – University of Waikato, ახალი ზელანდია
– ალექსანდრე მეტრეველი – Coventry University, ბრიტანეთი
– სიმონ ეთერტონი – Coventry University, ყაზახეთი
– პიტერ უარინგ ლი – IBA International Business Academy, ლატვია
– გვენდოლინ დე ვივიეს – MADE iN Sainte-Marie Lyon, საფრანგეთი
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა:
- მიიღონ მონაწილეობა ონლაინ საერთაშორისო კოლაბორაციულ აქტივობებში;
- შეისწავლონ მდგრადი შესყიდვების პრაქტიკები, რომლებიც აერთიანებს სოციალურ, საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით მიზნებს;
- განივითარონ კოლაბორაცია და გუნდური მუშაობის უნარები მრავალეროვან და მრავალკულტურულ გარემოში;
- დაეუფლონ პროფესიული და აკადემიური კომუნიკაციის სტრატეგიებს საერთაშორისო კონტექსტში;
- მოისმინონ და მიიღონ საპასუხო კითხვები პროფესიონალ ექსპერტებთან პირდაპირი ლექციის დროს;
- გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარები მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართულებით.
სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებენ კოვენტრის უნივერსიტეტის სერტიფიკატს
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი პირადი უნივერსიტეტის ელ-ფოსტა: https://signup.coventry.aula.education/?spaceCode=zKyhrh
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://aula.zendesk.com/…/artic…/360053178593-Log-into-Aula