პროგრამის ფარგლებში განხორციელდა №163, №146, №105 და №178 საჯარო სკოლების ლიდერთა კლუბების ერთობლივი პროექტი – „თანაბარი შესაძლებლობები“, რომლის მიზანიც იყო ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი და კლუბის ლიდერი იყო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარი ლომაია, რომელმაც გუნდის წევრებთან ერთად წარმატებით განახორციელა აღნიშნული ინიციატივა.
ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებში, რომლებიც თანაბარი შესაძლებლობების, თანამშრომლობისა და მეგობრული გარემოს შექმნას ემსახურებოდა.
ჯიუ მუდმივად უჭერს მხარს ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს, რომლებიც სტუდენტების ლიდერული უნარების განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტუდენტი ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო უნივერსიტეტი ღონისძიების მხარდამჭერი.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი შემატა ჯიუს პანდამ, რომელმაც ბავშვებთან ერთად არაერთი სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა.