1 დეკემბერს GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ,,ღვინის ტურიზმის” კურსის ფარგლებში, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი ჩატარდა.
შეხვედრას უძღვებოდა ციცი ცაცკრიალაშვილი, ჯიუ-ს მოწვეული ლექტორი.
ღონისძიების სტუმრები იყვნენ დარგის ექსპერტები:
- გიორგი ნათენაძე – „ნათენაძის ღვინოები“;
- ზაზა ბოსტოღანაშვილი – „მეღვინეობა ბოსტოღანა“;
- ია იმერლიშვილი – „იას მეღვინეობა“;
- გიგი ახვლედიანი – „მარანი სევსამორა“;
- გიორგი კახოიძე- სერტიფიცირებული სომელიე, ბრენდ ამბასადორი.
სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებს, სომელიეს და მოესმინათ მათი მოსაზრებები ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- ღვინის ტურიზმის განვითარების ტენდენციები;
- სფეროში არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები;
- პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდებმა დაიმკვიდრონ ადგილი ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში.
მასტერკლასის ფარგლებში ჩატარდა სომელიეს პრაქტიკული სესია – სწორად წარდგენა, შეფასების ტექნიკა და პროფესიული ეტიკეტი.
ღონისძიების ბოლოს კომპანიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს საჩუქრად გადასცეს საკუთარი წარმოების ღვინოები, რამაც კიდევ უფრო გამორჩეული ელფერი მისცა მასტერკლასს.