ჯიუ-მ ახალგაზრდული დიპლომატიური პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა - GIU
13-14 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ უმასპინძლა ახალგაზრდულ დიპლომატიურ პროექტს ,,NoDMUN Tbilisi 2026″, რომელიც ორგანიზაცია „Nexus of Diplomacy“-ის მიერ განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

პროექტში მონაწილეობდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებმაც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა კომიტეტში იმუშავეს, განიხილეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები და გაეცნენ დიპლომატიური დებატების, გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის პრინციპებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც GIU მათ პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის სთავაზობს.

მადლობა ორგანიზაცია „Nexus of Diplomacy“-ს, პროექტის მონაწილეებს, სპიკერებსა და პარტნიორებს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისთვის. გვიხარია, რომ GIU ახალგაზრდების განათლების, ლიდერული უნარების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

GIU – სივრცე მომავალი ლიდერებისთვის.