აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის მეცნიერებისა და სამართლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში - GIU
2025 წლის 8 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის მეცნიერებისა და სამართლის უნივერსიტეტის (შანხაი, ჩინეთი) დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სისხლის სამართლის სკოლის ვიცე-დეკანი, პროფესორი ჟანგ დონგი და უნივერსიტეტის სხვა პროფესორები.

ჯიუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ელისო ელისაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გრიგოლ კალანდაძე და სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი თათია დოლიძე.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს სტუდენტებისა და პროფესორების ურთიერთგაცვლის, ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადების, საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.