თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლების ხელშეწყობას, სტუდენტების პროფესიული ორიენტაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის ზრუნვას და პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში. ასევე სხვადასხვა ტიპის ერთობლივი პროფესიული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
სწორედ მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურების ნიშნად საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა საინტერესო შეხვედრა სახელწოდებით „წარმატებული სტარტაპი: იდეიდან განხორციელებამდე“.
შეხვედრას უძღვებოდა თორნიკე ეგიაზაროვი – ფინანსისტი, საგადასახადო და ბიზნესის განვითარების ექსპერტი, ლექტორი, მენტორი, Rovi-ისა და Rovi Academy-ის დამფუძნებელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა კადრების გადამზადება, გუნდის განვითარება და ხელმძღვანელობა, პროექტების მართვა და სხვ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა ინტერაქციულ ფორმატში.
გაიმართა დისკუსია. სპიკერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.