15 ივლისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჯიუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტები ძამას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
დღე ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენას, ახალი გამოცდილების მიღებასა და სასიამოვნო მოგონებების შექმნას დაეთმო.
ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს:
- ყინწვისის მონასტერი – უნიკალური საუკუნოვანი ფრესკებით;
- მზოვრეთის მამათა მონასტერი – შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით;
- ორთუბნის დედათა მონასტერი – სიმშვიდითა და განსაკუთრებული გარემოთი.
GIU-ში სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ აუდიტორიებით არ შემოიფარგლება – ის მოიცავს ახალ გამოცდილებებს, კულტურულ აქტივობებს, მოგზაურობასა და მრავალფეროვან გარემოს, სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთად ქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს.