საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების II და III კურსების სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).
აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ჯიუ-ს მფლობელისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი ქანგ ჭენგის ყოველთვიურ სტიპენდიას.
ამასთანავე, სტუდენტები თავისუფლები იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: საბუთების მიღება, ტესტირება და გასაუბრება/პრეზენტაცია. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 7 ნოემბერი.
გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ: გრიგოლ კალანდაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; ასოცირებული პროფესორი 599 15 05 02 | grigol.kalandadze@giu.edu.ge