ფორუმი წარმოადგენს საჯარო პროფესიულ სივრცეს, სადაც ადმინისტრაციული და აკადემიურ/მოწვეული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სპიკერები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე თანამედროვე განათლებასა და ხარისხის განვითარებაზე.
ღონისძიების მიზანია AI-ის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გააზრება უმაღლესი განათლების კონტექსტში, ხარისხის კულტურის გაძლიერება, ინოვაციური მიდგომების გაზიარება და ღია პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება:
- გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და განათლების მომავალი;
- ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე განათლების ურთიერთკავშირი;
- სწავლების ტრანსფორმაცია და AI ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში;
- AI და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები;
- აკადემიური კეთილსინდისიერება და ეთიკური გამოწვევები;
- მონაცემებზე დაფუძნებული ხარისხის მართვა;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული გამოცდილება AI-ის გამოყენების პროცესში;
- მომავლის განათლება სტუდენტის პერსპექტივიდან.
მომხსენებლები:
- მარიამ დარბაიძე – პროფესორი, ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
- ზაზა ცოტნიაშვილი – პროფესორი, GenAI კონსულტანტი და ტრენერი;
- ლაშა ნოზაძე – GIU-ს ასოცირებული პროფესორი;
- GIU-ს სტუდენტები: ანუკი კანდელაკი და თემო დათუნაშვილი
ფორუმის დასასრულს გაიმართება ღია დისკუსია / Q&A თემაზე:
„AI საფრთხე თუ შესაძლებლობა უმაღლესი განათლებისთვის?“
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და გააზიარონ საკუთარი მოსაზრებები AI-ისა დაგანათლების მომავლის შესახებ.
თარიღი: 26 ოქრომბერი
დრო: 14:00 საათი
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დასწრება შეუძლიათ ადმინისტრაციულ და აკადემიურ/მოწვეულ ფპერსონალს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1onxmkYucwQ-poabc4-Ow3bQ9_3vFbaNcFC7qW2OCzvM/edit