4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „სასწორს მიღმა სიმართლე“.
ინსპირაციული შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა „ფსიქონავტების“ დამფუძნებელი, GIU-ს ვიცე-რექტორი ხარისხის მიმართულებით, პროფესორი მარიამ დარბაიძე, ორგანიზებული იყო ჯიუ-ს პარტნიორი ორგანიზაციის – „ფსიქონავტების“ მიერ.
მოწვეული სტუმრები იყვნენ:
- ნინორე გიორგობიანი;
- თაკო გაგელიძე;
- გიორგი ბერიკიშვილი;
- სალომე მაჭავარიანი.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი თემები:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ძალა;
- ვარჯიში და კვება;
- ფსიქოლოგიური ბალანსი და თვითმიღება;
- კილოგრამების ფსიქოლოგია – ემოციები და სტრესი.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, ხოლო ყველაზე აქტიურ მონაწილეს გადაეცა სპორტ დარბაზის ვაუჩერი