ჯიუ-ს ადმინისტრაციამ გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა - GIU
2026 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციამ ჯიუ-სა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის იმ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებმაც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვეს.

აღნიშნული სტუდენტები აგვისტოს ბოლოს გაემგზავრებიან საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. აკადემიური მობილობა ხორციელდება იმ დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, რომლებიც ჯიუ-სთვის უცხოელმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შეთანხმების საფუძველზე გამოყვეს.

შეხვედრას უძღვებოდა ჯიუ-ს ვიცე-რექტორი ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის საკითხებში, ქალბატონი სელინა ლი. ჯიუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის  მიმართულებით, პროფესორი სოფიკო თევდორაძე; სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი თათია დოლიძე; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის  უფროსი გრიგოლ კალანდაძე; სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მათე წულაია და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან წიკლაური.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, რომლებიც ჯიუ-ს სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ:

  1. ლუკა სულაკაური – ინტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მალაიზია; 1-სემესტრიანი პროგრამა)
  2. თამარ ბიწაძე – სიასის უნივერსიტეტი (ჩინეთი; 1-წლიანი პროგრამა)
  3. ოთარ გუნცაძე – თუნგ ვას კოლეჯი (ჰონგ-კონგი, ჩინეთი; 1-სემესტრიანი პროგრამა)
  4. სოფია ძოწენიძე – სიასის უნივერსიტეტი (ჩინეთი; 1-წლიანი პროგრამა)
  5. თიკა ვანიშვილი – ლანჯოუს უნივერსიტეტი (ჩინეთი; 1-წლიანი პროგრამა)
  6. ანა თოდუა – სიასის უნივერსიტეტი (ჩინეთი; 1-წლიანი პროგრამა)
  7. ეკატერინე მშვიდობაძე – შანხაის სპორტის უნივერსიტეტი (ჩინეთი; 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა)

სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა სახის სტიპენდიას. მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მფლობელის, პრეზიდენტ ბატონ ქანგ ჭენგის მიერ დაწესებულ სპეციალურ სტიპენდიას.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აღნიშნული სტუდენტების მიღწევებს განსაკუთრებულად აფასებს და კვლავაც განაგრძობს აქტიურ მუშაობას როგორც არსებულ, ისე ახალ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა გაცვლითი შესაძლებლობების განვითარების მიზნით.