ჯიუ-ს სტუდენტი სიასის უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ისწავლის - GIU
GIU-ს საერთაშორისო მობილობის კონკურსის შედეგებით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი – გიორგი ჭიტაძე ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტში ისწავლის.

სიასის უნივერსიტეტსა და ჯიუ-ს შორის უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება მობილობის აღნიშნული პროგრამა. სიასის უნივერსიტეტთან სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება როგორც საგანამანათლებლო, ისე კვლევითი მიმართულებით.