GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის, საგნის „რისკები და დაზღვევა“ ფარგლებში, 2026 წლის 11 ივნისს ჩატარდა გასვლითი ლექცია სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ში.
ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტებისა და საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
შეხვედრას უძღვებოდა თბილისის გაყიდვების უფროსი გიორგი ხეჩინაშვილი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო სადაზღვევო სფეროს თანამედროვე ტენდენციები და პრაქტიკული ასპექტები.
ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ასევე დაეთვალიერებინათ თბილისის საცალი გაყიდვების ოფისი და პრაქტიკულად ენახათ და აღექვათ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის დინამიკა.
გასვლითი ლექცია ჩატარდა საგნის „რისკები და დაზღვევა“ ლექტორის – ირინა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით.