აღნიშნული ვიზიტი გულისხმობდა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, კულტურათაშორისი გაცვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით არსებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას.
ჩინელ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და გაეზიარებინათ მათთვის თავიანთი ცოდნა და საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები.
სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები. ჩინელ სტუმრებს ჩაუტარდათ მასტერკლასი ინგლისურ ენაში. სიტუაციური ტრენინგის საშუალებით გაიუმჯობესეს ინგლისური ენის პროფესიული ფლობის კომპეტენციები და უნარები. ჯიუ-ს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ვორკშოპში და შეხვდნენ ,,სტუდფესტი 2025“ მოხალისეობრივ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს, დაესწრნენ პრეზენტაციას და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
კულტურულ-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში ჩინელმა სტუდენტებმა დაათვალიერეს თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები, ჯიუ-ს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად, იმყოფებოდნენ გორში, ყაზბეგსა და სიღნაღში. სტუდენტებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ტური კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და ჯიუ-ს პარტნიორ კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”-ში.
სასწავლო ტურის წარმატებით დასრულების შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა დელეგაციის წევრებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.