Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს მცირე ექსკურსია სასტუმროს დათვალიერების მიზნით. გარდა ამისა, ჩაუტარდათ სემინარი სასტუმროს ბიზნესის მართვის, ლიდერობის და ბიზნესის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, გაეცნენ კომპანიის ძირითად ღირებულებებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია გენერალური დირექტორის და სასტუმროს გუნდის წევრების მრავალწლიანი და საინტერესო გამოცდილების შესახებ.
ვიზიტი ორგანიზებული იყო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის ზურაბ მუშკუდიანის და თანახელმძღვანელის ნათია ჟოჟუაშვილის მხარდაჭერით. ვიზიტი განხორციელდა სასწავლო კურსების ,,ლიდერობა“, “ბიზნეს ეთიკა და სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის” ფარგლებში.
სპეციალური მადლობა სასტუმროს გუნდის თითოეულ წევრს და მის გენერალურ დირექტორს Karoly Lakatos-ს.
