აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას ევროპულ კვლევით საგრანტო პროექტებში ჩართულობის გაზრდის მიზნით. ღონისძიების ფარგლებში რუსუდან წიკლაურმა მონაწილეობა მიიღო ორმხრივ შეხვედრებსა და თემატურ დისკუსიებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან (გერმანია, კვიპროსი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, ფინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა).
შეხვედრებისას მან გააცნო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ინსტიტუციური საგრანტო პრიორიტეტული მიმართულებები და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. შედეგად, დაიგეგმა ონლაინ მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს პარტნიორობის გაღრმავებას როგორც Horizon Europe Cluster 2-ის ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო საგრანტო პლატფორმების გამოყენებით.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო პოზიციონირება და შექმნა ახალი პერსპექტივები უნივერსიტეტის ჩართულობისთვის ევროპულ კვლევით საგრანტო პროექტებში.