საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრების სერია „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ფარგლებში. პირველი შეხვედრა, რომელიც 5 მარტს ჩატარდა, მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ საგრანტო მიმართულებების იდენტიფიცირებას, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მიმდინარე წლის 12 მარტს უნივერსიტეტს ესტუმრა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საკონტაქტო პირი ქალბატონი თამარ ბერბერაშვილი, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა მეორე კლასტერის ფარგლებში არსებული საგრანტო შესაძლებლობები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.
შეხვედრების მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის შესაძლებლობებთან შესაბამისი პრიორიტეტული ქოლების განსაზღვრა და მათ საფუძველზე გამოცხადებულ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების განხილვა.
აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობის გაძლიერებას.