GIU-ში აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა - GIU
11 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა.

ჯიუ მუდმივად უჭერს მხარს ახალგაზრდების განათლებას და მათ პროფესიულ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უკვე რამდენიმე წელია აძლევს შესაძლებლობას რეალურ საგამოცდო გარემოში გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და მოიხსნან საგამოცდო სტრესი.

იმიტირებული გამოცდა მაქსიმალურად მიახლოებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან, რაც მონაწილეებს დაეხმარა არა მხოლოდ საკუთარი აკადემიური დონის შეფასებაში, არამედ საგამოცდო სტრესის შემცირებასა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში.

GIU-სთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა სწორი გადაწყვეტილებები ინფორმირებულად და მშვიდ გარემოში მიიღონ. მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წარმატებული განათლების მიმართ.

იმიტირებული გამოცდის განმეორებით სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/M934P1ixpR8Ea5jU6