GIU-ში აბიტურიენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საგამოძიებო მოქმედებებისა და სასამართლო პროცესის პრაქტიკული სიმულაცია ჩატარდა - GIU
14 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის პრაქტიკული აქტივობის ფარგლებში აბიტურიენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საგამოძიებო მოქმედებებისა და სასამართლო პროცესის პრაქტიკული სიმულაცია გაიმართა.

სამართლის სპეციალობით დაინტერესებულ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ ჩართულიყვნენ საგამოძიებო მოქმედებებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობაში, ემუშავათ რეალურ ქეისზე და პრაქტიკულ დონეზე გაცნობოდნენ მტკიცებულებათა შეგროვების, ანაბეჭდების აღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის ეტაპებს.

აქტივობის ფარგლებში მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც გაეცნენ დაკითხვის წარმართვის, შესავალი სიტყვისა და დასკვნითი სიტყვის მომზადებისა და წარდგენის პრაქტიკულ თავისებურებებს.

GIU-ს სამართლის სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამართლის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობა, არამედ განუვითაროს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პრაქტიკული აქტივობის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.