2025 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა „Erasmus+“-ის საერთაშორისო შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია:
- „Erasmus+“-ის პროექტების ტიპოლოგიასა და პროგრამების მრავალფეროვნებაზე;
- პროექტების არსსა და მიზნებზე;
- წარმატებული განაცხადის მომზადების პრინციპებზე;
- სასარგებლო რჩევებსა და გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებაზე.
შეხვედრას უძღვებოდა გრიგოლ კალანდაძე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება “Erasmus+”-ის პროექტების მომზადებისა და მართვის თვალსაზრისით.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო განათლება და სტუდენტური მობილობა რეალური და ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა GIU-ს სტუდენტებისთვის.