კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება და გადარჩევა (2026 წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით)
- II ეტაპი: ტესტირება ან/და გასაუბრება ინგლისურ ენაში (2026 წლის 21 სექტემბერი; გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან)
- III ეტაპი: პრეზენტაცია შერჩეული თემის მიხედვით (2026 წლის 23 სექტემბერი; გადასალახი ბარიერი არის 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან)
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ
შემდეგი დოკუმენტაცია:
– განაცხადი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
– დიპლომების ასლები (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);
– შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
– სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
– ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შესაძლოა, შემოწმდეს საუნივერსიტეტო ტესტირებით ან/და გასაუბრებით ინგლისურ ენაში);
– CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
– 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
– სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტები).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯები. კვების, ვიზის, საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯები თავად უნდა დაფაროს სტუდენტმა;
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.