10 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,ღვინის ტურიზმის” ფარგლებში ინსპირაციული შეხვედრა – ,,საუბრები ქართულ ღვინოზე და არამარტო…” გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ირაკლი ჩოლობარგია – ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მარკეტინგის კონსულტანტი, დარგის წამყვანი სპეციალისტი.
სპიკერმა ვრცლად მიმოიხილა საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის ქვეყანა, გაგვიზიარა ხედვა ქართულ ღვინოზე, გლობალურ ტენდენციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ღვინის ტურიზმის მომავალს უკავშირდება. აღნიშნა, რომ დღეს ქართული ღვინო ქვეყნის ერთგვარ კულტურულ სავიზიტო ბარათად იქცა. ის საქართველოს შესახებ პირველ შთაბეჭდილებას ქმნის და ხალხებს შორის კავშირს ამყარებს.