საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და კომპანია iTechnics-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და კომპანია iTechnics-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ჯიუ-ს სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა – გაიარონ პრაქტიკა კომპანია iTechnics-ში, ჩაერთონ რეალურ სამუშაო პროცესში და პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული და ჰარმონიული გუნდისგან მიიღონ პროფესიული გამოცდილება.

iTechnics-ის ისტორია 2011 წლის 5 აგვისტოდან იწყება. 2017 წლიდან კი iTechnics-ი საქართველოში Apple-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა. ბრენდი ავრცელებს არა მხოლოდ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს, არამედ შთამაგონებელ ფილოსოფიას.

iTechnics-თან თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, პრაქტიკულ ცოდნას და წარმატებული კარიერის დაწყების რეალურ შანსს.

ჯიუ მადლობას უხდის კომპანია iTechnics-ს ნდობისა და პარტნიორობისთვის.