ჯეფრი ვოუთი - GIU-ს მოწვეული სტუმარი აშშ-დან - GIU
1 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგი: „გაფიცვის უფლება შრომის სამართალში – კონსტიტუციური გარანტია და პრაქტიკული რეალობა“.

ტრენინგს უძღვებოდა ჯეფრი ვოუთი – აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის Rule of Law პროგრამის დირექტორი; დასაქმებულთა უფლებების დამცველი იურისტების საერთაშორისო ქსელის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ზოგადად, გაფიცვის უფლება ერთ-ერთი მთავარი კოლექტიური შრომითი უფლებაა, რომელიც მუშაობის პირობების გაუმჯობესების, სოციალური დიალოგის გაღრმავებისა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვის აუცილებელ მექანიზმად ითვლება. ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოს კონსტიტუციაც და შრომითი კანონმდებლობაც ითვალისწინებს გაფიცვის უფლებას, მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება ხშირად გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

სტუმარმა ისაუბრა შრომის კოდექსის იმ რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს თავად გაფიცვის ცნებას, პროცედურულ მოთხოვნებს და იმ კატეგორიებზე, რომელთაც შესაძლებელია შეეხოთ ეს შეზღუდვები.

სპიკერმა გაგვიზიარა მსოფლიო პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება და ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს.

შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ და ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

გაიმართა დისკუსია. სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს სპიკერმა ამომწურავი პასუხები გასცა. ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.