28 ნოემბერს, GIU-ს ჩინური ენის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში გაიმართა ჩინური კალიგრაფიის ინტერაქციული მასტერკლასი.
მასტერკლასი ჩატარდა GIU-ს ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, რეი მინგმინის ხელმძღვანელობით.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ გაცნობოდნენ ჩინური კალიგრაფიის ისტორიას, ტრადიციებსა და ტექნიკებს. მონაწილეებმა პრაქტიკულად შეასრულეს კალიგრაფიული დავალებები.