GIU-სა და კომპანია KCALL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
13 მაისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და კომპანია KCALL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და სამომავლო კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა და კომპანია KCALL-ის დამფუძნებელმა, სერგო ავსჯანიშვილმა.

ამავე დღეს ბატონმა სერგომ სტრატეგიული მენეჯმენტის სალექციო კურსის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩაატარა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აუთსორსინგის ინდუსტრიის, თანამედროვე ბიზნესპროცესებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

სტუმარმა ასევე ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობასა და იმ უნარებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია.

მსგავსი პრაქტიკული და ინდუსტრიასთან დაკავშირებული შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა, შეხვდნენ სფეროს პროფესიონალებს და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.