ქართული კულტურა, ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა – ამჯერად, ჩინეთში, სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო კულტურულ დღეებში მონაწილეობით საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს მრავალფეროვანი კულტურა, უნიკალური ტრადიციები და მდიდარი მემკვიდრეობა გააცნეს.
საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ჯიუ-ს სტუდენტები არა მხოლოდ იღებენ ახალ აკადემიურ გამოცდილებას, არამედ საკუთარი ქვეყნის კულტურისა და უნივერსიტეტის ელჩებიც ხდებიან და საქართველოს სახელს საერთაშორისო მასშტაბით ავრცელებენ.