ჯიუ-ს ბიზნესის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა მასტერკლასი თემაზე „კრიპტო და ბლოკჩეინი“, რომელსაც მოწვეული სპიკერი, ლაშა შელია უძღვებოდა.
ინტერაქტიულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:
- კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ ტექნოლოგია;
- თანამედროვე ფინანსური ტენდენციები;
- ციფრული აქტივების განვითარების პერსპექტივები.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები მათთვის საინტერესო, სწრაფად განვითარებად სფეროზე, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მომავალს განსაზღვრავს.