,,LOOP YOUTH” არის პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდების გაძლიერებასა და ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებას ემსახურება. კლუბის პრეზენტაცია 25 ნოემბერს გაიმართა და მისი მიზანია შექმნას ჯანსაღი, თანასწორი და აქტიური გარემო, სადაც სტუდენტები თავად ქმნიან შესაძლებლობებს – როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ისე მის გარეთ.
კლუბის მთავარი მიმართულებებია:
- სტუდენტების ჩართულობის გაზრდა
- სოციალური კავშირების გაღრმავება
- თანასწორი გარემოს ჩამოყალიბება
- მოხალისეობის პოპულარიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ ,,LOOP YOUTH” ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი წევრისგან შედგება, მათ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს – „სტუდფესტი 2025”-ის ფარგლებში პროექტით „ჩვენ თანასწორები ვართ“ კონკურსში გაიმარჯვეს.
მალე ისინი პორტუგალიას ეწვევიან, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შეხვდებიან, გამოცდილებას გაიზიარებენ და ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ.
სტუდენტებმა სამომავლო გეგმებიც გააზიარეს:
- სატრენინგო და გადამზადების კურსების შექმნა
- სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების ინიცირება და განხორციელება
- კლუბის გაძლიერება და განვითარების ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება
მათ სჯერათ, რომ ერთობლივი ძალებით შეძლებენ ახალგაზრდების გაძლიერებას და საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობის ახალ დონეზე აყვანას.