ჯიუ აცხადებს მიღებას ყველაზე მოთხოვნად #სამაგისტრო პროგრამებზე. აირჩიე GIU და პირველ სასწავლო წელს ისწავლე შიდა დაფინანსებით.
გამოცდა სპეციალობაში (შერეული ფორმა – წერა და ზეპირი) – 04 სექტემბერი;
ინგლისური ენის გამოცდა (ტესტირება, გასაუბრება) – 05 სექტემბერი;
საბუთების მიღების ვადა – 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით
შიდა გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 08 სექტემბერს;
გასაჩივრების თარიღები – 09-11 სექტემბერი;
ხელშეკრულების გაფორმება/ჩარიცხვა – არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
დარეგისტრირდი და მიიღე ინფორმაცია ჯიუს წარმომადგენლისგან: https://forms.gle/dsQ92u1qKV6gG4589
მაგისტრანტობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე(ნიმუში);
- ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საერთო სამაგისტო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან სამ ნაწილში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ქ.თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5) ან შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტით (info@giu.edu.ge)