ჯიუ აცხადებს დამატებით მიღებას ყველაზე მოთხოვნად სამაგისტრო პროგრამებზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს დამატებით მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მასობრივი კომუნიკაცია;
  • სოციალური ფსიქოლოგია;
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი).

სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 11 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია (JPEG ფორმატში);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საერთო სამაგისტო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან სამ ნაწილში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები ჩატარდება წერითი ფორმით უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.

სამაგისტრო გამოცდების გრაფიკი:

  • მასობრივი კომუნიკაცია – 21.09.2026 წ.

სპეციალობაში გამოცდა

ინგლისური ენის გამოცდა

  • სოციალური ფსიქოლოგია – 21.09.2026 წ.

სპეციალობაში გამოცდა

ინგლისური ენის გამოცდა

  • ბიზნესის ადმინისტრირება – 21.09.2026 წ.

სპეციალობაში გამოცდა

ინგლისური ენის გამოცდა

– ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – 21.09.2026 წ.

სპეციალობაში გამოცდა

ინგლისური ენის გამოცდა

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც ადგილზე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ.თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5), ასევე უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის  მეშვეობით(info@giu.edu.ge).

სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 22 სექტემბრისა.

საპრეტენზიო განაცხადების მიიღება:  2026 წლის 23 სექტემბერი.

 

დამატებითი  ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  596 68 66 88