GIU-ს სამართლის სკოლას პრაქტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაემატა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას წამყვან ორგანიზაციებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს რეალურ გარემოში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

სიამაყით გაცნობებთ დაცვის სამსახურის კომპანია „მაგისტრი სექურითი“-სთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

კომპანია „მაგისტრი“ უკვე 21 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2009 წელს კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება და აფართოებს საქმიანობის არეალს. ორგანიზაციის მმართველი გუნდი დაკომპლექტებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ოფიცრებით, რომელთაც გააჩნიათ უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება.

თანამშრომლობის ფარგლებში, GIU-ს სამართლის სკოლის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაო პროცესებში, გაეცნონ უსაფრთხოების სფეროს სპეციფიკას და მიიღონ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული უნარების განვითარებას და სტუდენტების უკეთ მომზადებას რეალური სამუშაო გარემოსთვის.

GIU მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებს შესთავაზოს ხარისხიანი განათლება და რეალურ პრაქტიკასთან მაქსიმალურად დაახლოებული სასწავლო პროცესი, რაც მათი მომავალი კარიერული წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.