GIU-ს ვიცე-რექტორი, პროფესორი მარიამ დარბაიძე ACC-ის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრი გახდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროფესორი მარიამ დარბაიძე Americas Accreditation Council (AAC)-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტებისა და რევიუერების აქტიურ ჯგუფში შეირჩა.

AAC-ის შეფასებით, მისი მრავალწლიანი გამოცდილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ინსტიტუციური მენეჯმენტის, პროგრამების განვითარების, აკრედიტაციისა და აკადემიური ადმინისტრირების მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსია როგორც ინსტიტუციური, ისე პროგრამული აკრედიტაციის პროცესებისთვის.